აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში, სოფელ დოლოგანში იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ 6 წლის ბავშვი კარიერის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აფეთქებების შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. ''უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე'' - თქვა ჟურნალისტებთან მთავრობის თავმჯდომარემ.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ქვა დაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აფეთქებების შედეგად ახლოს მდებარე სახლების დაზიანდა.