კარიერის აფეთქების შედეგად დოლოგანში 6 წლის ბავშვი დაიღუპა

31 ოქტომბერი 2018, 00:00 24878 ნახვა

ქედაში , კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა.   შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.  არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

 თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.
 ქედის მერი ლევან გორგილაძის ამბობს, რომ დეტალების გასარკვევად შემთხვევის ადგილზე მიდის.

''დოლოგნის ცენტრში არის კარიერი, სადაც ხდება ქვის მოპოვება. ერთ-ერთი აფეთქების დროს ქვის ნატეხი, ჩემი ინფორმაციით, მოხვდა 6 წლის ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. ამ წუთებში მივდივარ შემთხვევის ადგილზე და დეტალებს იქ გავიგებ"- ამბობს ქედის მერი ლევან გორგილაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში განმარტეს, რომ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სოფელში ინერტულ მასალას მოიპოვებდნენ დაბარებული არიან გამოკითხვაზე. პარალელურად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი