მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ამ საღამოს, 20:00 საათზე, ჩემი განცხადება პირდაპირ ეთერში“.
გუშინ, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება იქნება.