NDI-ის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო გარემო შეაფასა

29 ოქტომბერი 2018, 00:00 1218 ნახვა

ენ-დი- აი საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა, მათი თქმით არჩევნები საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ორგანიზაციის წევრებს რეკომენდაციები აქვთ ხელისუფლების მისამართით,  მათი თქმით, მაღალჩინოსნებმა უნდა შეწყვიტონ თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე,  ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ღიად დაიცვან მესამე სექტორი.

რეკომენდაციები კი  წინასაარჩევნო პერიოდში  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას შეეხება. ორგანიზაციას რეკომენდაციით მიმართავს მედიასაც, მათი თქმით მედიამ თავი უნდა შეიკავოს მუქარის რიტორიკისგან და ყურადღება კანდიდატების პოლიტიკურ ხედვებზე გადაიტანოს.

ამავე კატეგორიაში