ოცნებას დიდი რესურსი აქვს მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს - ლაშა კომახიძე ბათუმში არჩევნების წაგებაზე

29 ოქტომბერი 2018, 00:00 3413 ნახვა

ბათუმში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა,  "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატთან 6 757 ხმით წააგო არჩევნები.  ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც ამავდროულად "ქართული ოცნების" თავმჯდომარეცაა, ფიქრობს, რომ  ხელისუფლებამ შედეგები და მოსახლეობის გზანილები უნდა გააანალიზოს .

მისივე მტკიცებით, უმრავლესობას გააჩნია ყველა რესურსი მოქალაქეების ნდობა დაიბრუნოს. ''არაფერი შემთხვევით არ ხდება და ამ შედეგის უკან დგას გარკვეული მიზეზები, ძალიან სერიოზული მიზეზები. საჭიროა ამის ღრმა ანალიზი სერიოზული დაფიქრება, რა თქმა უნდა მოცემული შედეგები ასეთი სახით არ იყო მოსალოდნელი, თუმცა ის რაც მივიღეთ, არის მიღებული გარკვეული გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების პირობებში.

დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური იქნება ძალიან სერიოზული ურთიერთ დაპირისპირების, ბუნებრივია პოლიტიკურ ჭრილში დაპირისპირებას ვგულისხმობ, სადაც "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისათვის, რომ მოსახლეობის მაქსიმალური ნდობა, მაქსიმალური დაჯერება და მაქსიმალური გვერდში დგომა აჩვენოს საკუთარ მხარეს.'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი