ხულოში სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს 906 ხმით უგებს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2828 ნახვა

ხულოში საარჩევნო უბნებზე ხმებს ამ წუთებშიც ითვლიან. 54 უბნიდან ოლქში ამ ეტაპზე 25-ის მონაცემებია შესული. ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2 620 ხმა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს 906-ით ნაკლებმა, 1714-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.  

ხულოში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა, თუმცა ხმების დიდი ნაწილი აქ ''ევროპული საქართველოს'' კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც მიიღო.

ეს არის წინასწარი მონაცემები, ხმის დათვლის პროცესი მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებში კვლავ მიმდინარეობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში