ცესკოს პირველადი მონაცემებით 50% ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2513 ნახვა

ცესკოში ამ წუთებში დასრულდა თამარ ჟვანიას ბრიფინგი, სადაც  512 უბანის მონაცემებით გაირკვა, რომ 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ გადალახა 50% ბარიერი.  512 უბანი, საქართველოს მასშტაბით უბნების 13% შეადგენს.

ოლქში შესული ოქმების მიხედვით დათვლილი ხმები ასე გადანაწილდა:

დავით ბაქარძე  10.83%

გრიგოლ ვაშაძე 37.93%

შალვა ნათელაშვილი 4.16% 

სალომე ზურაბიშვილი 40.04% 

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცესკოში ოლქებიდან ატვირთული ოქმების შემოსვლა. ეს შედეგები იტვირთება დაუყოვნებლივ ვებსაიტზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ეტაპობრივად დავთვლით ყველა ოქმს" - განაცხადა ჟვანიამ.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი