ქედაში  49,6%-ით  სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2392 ნახვა

ქედაში, სადაც ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა 64,74% დაფიქსირდა, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. 31 უბნიდან ამ ეტაპზე დათვლილია 25 და ხმები ძირითადად სამ კანდიდატს შორის გაიყო. 

''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს კანდიდატს 49,6% აქვს მიღებული, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე 30,7%-ით, ხოლო მესამე პოზიციაზე ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი დავით ბაქრაძეა, 13,9%. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე  ქედის მუნიციპალიტეტში 15 ათას 684 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.  

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი