გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.