''სამართლიანი არჩევნები'': ''ვვარაუდობთ, რომ უბნებთან სიებით მთავრობისა და ოპოზიციის აგიტატორები არიან''

28 ოქტომბერი 2018, 00:00 2071 ნახვა

 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე პარტიის აქტივისტებისა და ე.წ. ''კოორდინატორების“ მობილიზებაზე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. ​''სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა მსგავსი ფაქტები ბათუმში ოთხ უბანზე დააფიქსირეს. 

''უბნებთან ახლოს მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - განაცხადა ბრიფინგზე მიხეილ ბენიძემ. 

ადგილი ჰქონდა სხვა პროცედურულ დარღვევებსაც. მისი თქმით, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #31, #81, #66, #23, #48 უბნებზე დაფიქსირდა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად დგანან და ონლაინ აპლიკაციით ამომრჩევლებს პირადობის მოწმობის საფუძველზე ბაზაში ამოწმებენ.

მიხეილ ბენიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს ბათუმის #9 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებაც მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - მურმან დუმბაძე, ლევან ანთაძე და ლევან ვარშალომიძე და „ქართული ოცნების“ კოორდინატორს შორის.

''„ქართული ოცნების“ კოორდინატორი უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები მივიდნენ და გადაღება დაუწყეს, რათა დაეფიქსირებინათ მათი ვარაუდით ამომრჩევლების გადამოწმების ფაქტი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააპროტესტა გადაღება და ენმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა ჯერ განაცხადა რომ, ენმ-ს წარმოამდგენელმა მანქანას ფეხი ხოლო შემდგომ, პოლიციასთან საუბრისას ეს ვერსია შეცვალა და განაცხადა, რომ მანქანისთვის ფეხის დარტყმის გარდა ენმ-ს წარმომადგენელმა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს სხვა თვითმხილველი არ ჰყავს'' - თქვა ბენიძემ ბრიფინგზე. 

„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი