აჭარის მასშტაბით ყველაზე პასიურები ბათუმელები არიან 

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1954 ნახვა

საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით, 15.95%-იანი აქტივობა ფიქსირდება, რაც ჯამში 558 755 ამომრჩეველია, - აღნიშნულ მონაცემებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ რიგით მესამე საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა.

აჭარის 6 საარჩევნო ოლქიდან, 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 20.1% ქედაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე პასიურები ბათუმელები არიან. აქ 14% დაფიქსირდა.

ხულოში ამომრჩეველთა 14.9%-მა გააკეთა არჩევანი, ხელვაჩაურში - 18.7%-მა, შუახევში - 18.6%-მა, ხოლო ქობულეთში - 17.6%-მა.

ცესკოს სპიკერის თქმით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4 % ამბროლაურში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი 12% კი - ყაზბეგში. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში