მმართველი პარტიის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობები და შემოსავლები 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 4 მილიონ 145 ათას 207 ლარია. ეს მონაცემები აღემატება ჯამში აღებული, სხვა ყველა კანდიდატის შემოწირულობებს.
კანდიდატს 3 მილიონ 105 ათას 011 ლარი შესწირეს, ხოლო საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად, ერთი მილიონი ლარი, ''ქართუ ბანკიდან'' სესხად თავად ზურაბიშვილმა გამოიტანა.
მეორე ადგილზე შემოწირულობების კუთხით "გაერთიანებული ოპოზიციის'' კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად საერთო ჯამში მან 1 მილიონ 360 ათასი ლარი დახარჯა. აქედან, როგორც კვალიფიციურ კანდიდატს ბიუჯეტიდან 666 ათას 134 ლარი შეუვიდა, ხოლო შემოწირულობების სახით 583 ათას 820 ლარი მიიღო.
მესამე ადგილზე "ევროპული საქართველოს" კანდიდატი დავით ბაქრაძეა. საბიუჯეტო დაფინანსებამ 301, 117 ლარი, ხოლო შემოწირულობებმა 516 ათას 404 ლარი შეადგინა.
მეოთხე და მეხუთე ადგილს დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი იჭერენ.
უსუფაშვილის საარჩევნო კამპანიაზე ბიუჯეტიდან 170 ათას 134 ლარი დაიხარჯა, ხოლო 13 ათას 290 ლარი შეწირეს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს კი 172 ათას 718 ერგო საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო შემოწირულობა 1000 ლარი.
შემომწირველები უფრო მეტი ყავს კახა კუკავას, რომელმაც 6 ათასზე მეტი ლარი მიიღო, თუმცა ბიუჯეტიდან 28 ათას 770 ლარით დაფინანსდა.
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესწავლისას "საერთაშორისო გამჭვრვალობა-საქართველომ" შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა.