საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დღეს ეთერს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაუთმობს. გადაცემაში მონაწილეობას მაუწყებელი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ 6 კანდიდატს ნათია სირაბიძეს, გიგა ჩხარტიშვილს, დიანა ვაშაყმაძეს, ემზარ დიასამიძეს, ნერონ აბულაძეს და რაულ ბერიძეს სთავაზობს. კანდიდატებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი კონცეფცია, ასევე ექნებათ დებატების შესაძლებლობა.
სტუდიაში მოწვეული არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათაც მიეცემათ კითხვის დასმის საშუალება. დებატები 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ საბოლოოდ ერთი კანდიდატზე უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გახდება. ეს პოზიცია ვაკანტური 2016 წლიდანაა.