უკვე ერთი საათია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. ამჯერად მასთან კითხვების დასმაზე უარი რუსთავი ორმა და ტელეკომპანია კავკასიამ თქვა, კავკასიისთვის მიუღებელი ინტერვიუს ფორმატი იყო.
ოთხი ტელეკომპანიის ჟურნალისტი სხვადასხვა თემის შესახებ საუბრობენ მათ შორის, ოთარ ფარცხალაძის და დასვით ყიფიანის ფაქტზე. რაზეც ივანიშვილი პასუხობს, რომ ამ ფაქტების შესახებ არაფერი იცის და ოპოზიცია გაზვიადებულად აფასებს ასახელებს ბრალდებებს .ბიძინა ივანიშვილმა მედია გარემოც შეაფასა. მისი თქმით, ორი ტელეკომპანიის მხრიდან ინტერვიუზე უარის თქმა, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ ხდება ის, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ივანიშვილმა მომავალ წელს დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.