აჭარის მაუწყებელზე მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების დებატები გაიმართება

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1581 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ხვალ ეთერს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაუთმობს. გადაცემაში მონაწილეობას მაუწყებელი საკონკურსო  კომისიის მიერ შერჩეულ 6 კანდიდატს სთავაზობს. ესენი არიან ნათია სირაბიძე, გიგა ჩხარტიშვილი, დიანა ვაშაყმაძე, ემზარ დიასამიძე, ნერონ აბულაძე და რაულ ბერიძე. კანდიდატებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი კონცეფცია, ასევე ექნებათ  ერთმანეთთან დებატების შესაძლებლობა.  მათ შეკითხვებს დაუსვამს გადაცემის წამყვანი ლაშა ზარგინავა. სტუდიაში მოწვეული არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასე რომ მათაც მიეცემათ საშუალება დასვან შეკითხვები. დებატები ხვალ დღის 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ცნობისთვის, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ საბოლოოდ ერთი კანდიდატზე უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გახდება. ეს პოზიცია ვაკანტურია 2016 წლიდან, უმაღლესმა საბჭომ კი კონკურსი ახლახან გამოაცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი