პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1344 ნახვა

 პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით ქვეყანა დემოკრატიის კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებს. მამუკა ბახტაძემ  მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს  თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ შსს-ს დაევალა, რომ  ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს წესრიგი, რათა ამომრჩეველს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი