პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული. ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალს.
მისივე განცხადებით, დაკავებული სასულიერო პირის, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის საქმე, ამ კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა.