რეგიონში ენერგომომარაგების მხრივ არსებული მდგომარეობა და ზამთრის სეზონთან დაკავშირებული საკითხები - ამ თემებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სამუშაო შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძე "ენერგო-პრო ჯორჯიას" რეგიონული ფილიალის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე მეტრეველს გაეცნო, რომელიც კახა ქიტესაშვილს ჩაანაცვლებს და უფლებამოსილებას მომავალი კვირიდან შეუდგება.