აჭარაში არსებული 229 საჯარო სკოლიდან ნახევარზე მეტს კვლავ მოვალეობის შემსრულებელი მართავს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ოფიციალურად ასეთი პირიც კი არაა დანიშნული და ფუნქციებს მოადგილეები ითავსებენ. ასეთი რეგიონში სულ შვიდია. სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება აქვს მინისტრს, თუმცა ამაში პრობლემას ხედავენ განათლების ექსპერტები. ამბობენ რომ, ასე დანიშნული პირი არ არის დამოუკიდებელი და მისი გათავისუფლება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ვიცით, რომ სასერტიფიკაციო გამოცდა დიდი ხანია არ ჩატარებულა და ასეთი კადრების დეფიციტია აჭარაში, შესაბამისად არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამეურვეო საბჭოები აირჩევენ. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ არ ჩანს სახელმწიფოს მცდელობა დროულად ჩაატაროს კონკურსი და მისცეს საშუალება სკოლებს თავად აირჩიონ დირექტორები, ამბობს რომ არ ჩანს ნება რომ ხელისუფლებას სურს ქვეყანაში რეალურად დამოუკიდებელი სკოლები ჰქონდეს.