თუ ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები კარგ მობილიზაციას გააკეთებენ, ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს - ბიძინა ივანიშვილი

24 ოქტომბერი 2018, 00:00 2328 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მხარდამჭერების მობილიზების შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის არ იქნება და პირველივე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, რომელსაც მხარს ''ქართული ოცნება'' უჭერს. 

მისივე თქმით, ''ნაციონალური მოძრაობის''; ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გაყალბების ეპოქა დასრულდა და ''ქართული ოცნების'' მმართველობის პერიოდში მსგავსი ფაქტები არასდროს დაფიქსირებულა. 

''ყველა კვლევაში, ყველაზე პესიმისტურშიც კი, არცერთში არ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან დიდია. თუ კარგ მობილიზებას გააკეთებენ ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები გარწმუნებთ პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ხელისუფლებაში, პოლიტიკაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, არცერთ დამკვირვებელს ეჭვი არ გასჩენია, რომ რომელიმე საარჩევნო უბანზე, ყუთში ვინმე დამატებით ბარათს აგდებს. ეს ''ნაციონალური მოძრაობის'' წასვლის შემდეგ გაყალბება დასრულდა. არასდროს არ ყოფილა და არც იქნება'' - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა. 

პარტია ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარე მოქალაქეებს სთხოვს, ყველა წყენა გვერდით გადადონ და ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ. 

'' უფრო კონკრეტულად მივმართავდი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერებს, რომელთა ნაწილი დღეს კიდევ ვერ იზიარებს მთლიანად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. ეს ქალბატონი არის ძალიან ღირსეული, მას აქვს ძალიან ღირსეული ბიოგრაფია, ძალიან ცოტა და შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში, ესე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი. ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ''ქართული ოცნების'' წევრი, ყველა ძველი განაწყენება გადადეთ გვერდით და კეთილი ინებეთ, ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს''.

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი