ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2030 ნახვა

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა, საქმიანობის უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. დამტკიცდა იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიის გეგმას შეიმუშავებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომისიის მუშაობის მიზანია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია. ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. სტრატეგიული გეგმა 2018 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს და დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინოს.  

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში