2019 წლისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სანაპირო ზოლზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურას მოაწყობს. იგეგმება პლაჟზე გადასასვლელების, ადაპტირებული საშხაპეების, გასახდელებისა და ატრაქციონების მოწყობა.
ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის პირველად საქართველოში ეტლით მოსარგებლე პირები ზღვაზე გადასვლას პანდუსით შეძლებენ. კონცეფციის საჯარო განხილვა დღეს საღამოს გაიმართება. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აჭარის მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.