მემიშიშების ოჯახს გამოსახლება ემუქრება

20 ოქტომბერი 2018, 00:00 3276 ნახვა

დავა  იპოთეკური სესხის გამო. კვარიათში მემიშიშების ოჯახს გამოსახლება ემუქრება, სახლის დაცლას მათ გუშინ თხოვდნენ ადგილზე სამართალდამცველები და სახლის ახალი მეპატრონის ადვოკატი იმყოფებოდნენ. როგორც ოჯახი ყვება  საცხოვრებელი სახლი კერძო იპოთეკარების სასარგებლოდ დაკარგეს.

მემიშიშები ამტკიცებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, მათი თქმით ქონება მოტყუებით ერთ-ერთმა კომპანიამ წაართვა, რომელმაც საცხოვრებელი სამი იპოთეკარის სასარგებლოდ დატვირთა, თუმცა ვალი არ გადაიხადა და მოგვიანებით აუქციონზე გაყიდა. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი