რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2146 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ბენო ჭელიძის განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორი და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი გარიგებაში არიან კომპანია „ევექსთან“ და სურვილი აქვთ საავადმყოფოს ახალი  შენობა გაასხვისონ.

მისი  განმარტებით, არც გასულ და არც მიმდინარე წელს ახალი შენობის ინვენტარიზაციაზე ბიუჯეტში თანხები არ არის გათვალსწინებული. ჭელიძის ინფორმაციით, საავადმყოფოს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ იყიდის. 

საავადმყოფოს დირექტორი კომენტარს არ აკეთებს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კი მერთან და მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საავადმყოფოში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ სამედიცინო დაწესებულება არ გასხვისდება. ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა ევექსში.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი