აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ აჭარის რეგიონალურ ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია მოსახლეობის დასაქმება შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ბიზნეს გარემოს სრულყოფისთვის. მემორანდუმის მიხედვით, ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ ბენეფიციართათვის საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. დღესვე ხელი მოეწერა ოთხმხრივ შეთანხმებას, მასში საზოგადოებრივ კოლეიჯ “ახალ ტალღასა” და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტიც ერთვებიან.