საქართველოში ეპასის წევრი 38 სახელმწიფოს სპორტზე პასუხისმგებელი უმაღლესი პირი და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენელი იმყოფება. მე-15 საიუბილეო მინისტერიალი პრემიერ მინისტრმა გახსნა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ინიციატივით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა სპორტის სამყაროსთვის უპრეცედენტო დოკუმენტი, – თბილისის დეკლარაცია ადამიანის უფლებებსა და სპორტზე. ეპასის მმართველმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, კვიპროსში მიიღო. 2016 წელს, უნგრეთში გამართულ მინისტერიალზე, ღონისძიების მასპინძლობის სურვილი საქართველოსთან ერთად მონტენეგრომაც გამოთქვა.