შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება - განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ლევან იზორიამ პარტნიორებთან ამ სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.