ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიხურა

15 ოქტომბერი 2018, 00:00 1545 ნახვა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანაც წელს საქართველო იყო, საზეიმოდ დაიხურა. საქართველოს შემდეგ მომავალ წელს  საპატიო სტუმრის სტატუსი  ნორვეგიას ექნება.  საზეიმო ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს სიურპრიზი მოუწყეს და ქართული სიმღერით - „სულიკოთი“ დაემშვიდობნენ.ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა გახსნეს.გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა ანბანით მოთხრობილი საქართველო იყო წარმოდგენილი.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი