კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო ფედერაციის 71-ე კონგრესი ბათუმში ჩატარდება. საერთაშორისო კონფერენცია 30 ოქტომბერს გაიხსნება და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფორუმში 25 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი რეგიონის ბუნებრივ პირობებსა და პოტენციალს გაეცნობიან.