კარლ ჰარცელისა და თორნიკე რიჟვაძის შეხვედრა

13 ოქტომბერი 2018, 00:00 1586 ნახვა

ევროკავშირის ელჩს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდა.  თორნიკე რიჟვაძემ კარლ ჰარცელს  საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კარლ ჰარცელის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით  ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებულია ევროკავშირის პროგრამების როლი აჭარაში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და განათლების მიმართულებით.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ცურა, ევროკავშირის დელეგაციის წევრი და თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი