ბულვარში 9 აპრილის მემორიალის განთავსებას კულტმემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეწინააღმდეგება

12 ოქტომბერი 2018, 00:00 2079 ნახვა

მერიის დაპირება, რომ აგვისტომდე ქალაქს 9 აპრილის მემორიალი ექნებოდა, ისევ შეუსრულებელია.

ქალაქის მერმა და მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რამდენიმე თვის წინ თქვეს,  რომ ბულვარში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულამდე 4 მეტრიანი ქანდაკება განთავსდებოდა. ამ დრომდე კი  21 გმირის უკვდავსაყოფად ისევ მემორიალური ქვა დგას.

კონკურსის წესით ესკიზიც შეარჩიეს, კომპანიაც გამოვლინდა რომელიც მონუმენტს განათავსებდა, შესაბამისად ადგილიც შეარჩიეს.   თუმცა ირკვევა, რომ  ტერიტორიის ნაწილში  გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არ შეუთანხმებიათ

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში