''რუსთავი 2'' ჩინურ კომპანიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - შსს გამოძიება დაიწყო

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2432 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფი "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს - საქართველოს" ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. 

მაუწყებლის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები გადამღებ ჯგუფს ართმევენ კამერას და მიკროფონს. არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. 

თავად გადამღები ჯგუფის წევრები ყვებიან, რომ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. რუსთავი2 მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკა გაგუა ამბობს - ''ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე.ხელის შეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში, ეს იყო მუქარა და ფიზიკური ძალადობა იმის გამო, რომ ჩვენ გადავიღეთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. გაგრძელდება ძიება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძიება შედეგიანი იქნება.  ადამიანები, ვინც იქ იყვნენ და ვინც ძალიან კარგად ჩანან ჩვენს კადრებში, დაისჯებიან,“- განაცხადა ეკა გაგუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმას ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულს ფაქტს კომპანია გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი სამშენებლო ტერიტორიაზე უნებართვოდ შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი