ოპიზიციაში ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება მაღალჩინოსნებს შორის კორუფციულ გარიგებას

08 ოქტომბერი 2018, 00:00 2486 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია აუდიტის სამსახურს მიმართავს დაინტერესდეს ანგასის დასახლებაში შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულებით, რომლისთვისაც პრემიერ მინისტრის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 4 მილიონი ლარი დახარჯა  აჭარის ფინანსთა სამინისტრომ.

მედეა ვასაძე ვარაუდობს, რომ საქმე ეხება მაღალჩინოსნებს შორის კორუფციულ გარიგებას, რადგანაც მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის რეალური ღირებულება გადახდილ თანხასთან შედარებით დაბალი იყო.

ოპოზიციის წარმომადგენელმა დღეს კონკრეტული მაღალჩინოსნები დაასახელა. ამასთან ოპოზიციაში ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესყიდული ქონების ღირებულებაზე აუდიტის შეფასება არ გაუკეთებია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი