პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს კიდევ ერთი განმარტება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს, რადგან, მისი თქმით ,ამ სექტორს არათუ დიდ პატივს სცემს, არამედ, როგორც პრეზიდენტს, მათთან ურთიერთობა დასჭირდება.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ სიძულვილის ენაზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს.