აქცია აჭყვაში

25 ივლისი 2016, 00:00 3951 ნახვა

სოფელ აჭყვაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ხუთი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დღეს  ოჯახის წევრებმა დახმარების თხოვნით აქცია გამართეს, ისინი აჭარის მთავრობას დროულ რეაგირებას თხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფელში არ ჩატარებულა გაწმენდითი სამუშაოები და კონცელიძეების 6 წევრიანი ოჯახი კვლავ ნათესავებთან ცხოვრობს. შეგახსენებთ, მეწყრული პროცესი სოფელში 9 ივლისს განვითარდა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში