შუახევში საპიკნიკე ადგილის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

04 ოქტომბერი 2018, 00:00 3711 ნახვა

შუახევში საპიკნიკე ადგილის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სამუშაოები ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის  ხიჭაური- ახალდაბის მონაკვეთის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე მოეწყო  კიბე, ფანჩატური და განათება. მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ათას 750 ლარი გამოიყო, მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული მეწარმე  ასრულებს. მომდევნო ეტაპზე  მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების სავაჭრო ჯიხურის განთავსება იგეგმება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი