გამხმარი ხეები ბათუმში. ვაჟა ფშაველას ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მრავალწლოვანი ნარგავები გამწვანების სამსახურმა ზაფხულში დარგო. „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში“ განმარტავენ , რომ ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რადგან 3 თვის განმავლობაში ქალაქში დაახლოებით 1 600 ხე-მცენარე დაირგო, აქედან მხოლოდ რამდენიმე ერთეული გახმა. ნარგავების გახმობის მიზეზებს კი სპეციალისტები დაადგენენ.