მოქალაქეები ავარიული სახლის დემონტაჟს ითხოვენ

03 ოქტომბერი 2018, 00:00 3160 ნახვა

მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ავარიული სახლის დემონტაჟს და ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლას ითხოვენ.  მათი თქმით,  ორი წლის წინ  მერიასთან და კერძო  მესაკუთრესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც შპს „რეალმშენმა“ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო და  მშენებლობაც  აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.

შპს „რეალმშენის „ წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მათ თვითმართველობასთან  შეთანხმებით  ამავე ქუჩაზე სხვა კორპუსის მშენებლობისთვის კა 2 კოეფიციენტი კ8-მდე გაზრდას დაჰპირდა.  მშენებელი აცხადებს,  რომ ამავე ქუჩაზე აღნიშნულ კორპუს კ6 კოეფიციენტით აშენებს და დარჩენილი კ2 კოეფიციენტის გამოყენებას მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებისთვის დაწყებული კორპუსის მშენებლობისთვის  გამოყენებას ითხოვს, რომელიც 4 სართულის დაშენებას გულისხმობს, რის ნებართვასაც მერია კომპანიას არ აძლევს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში