გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე განმარტებით, უწყება მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.