პროექტ “ ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გუშინ მსმენელის წინაშე ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ბასტა რაიმსი წარსდგა. კონცერტი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. დღეს ბათუმის რიგით მეათე, საიუბილეო ჯაზ- ფესტივალს მეისი გრეი დახურავს.