“კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს” - საიას განცხადება

26 სექტემბერი 2018, 00:00 2006 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ტელეკომპანია იბერიასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. მესამე სექტორი ამბობენ, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით და  ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ შემოწმებულა, შემაშფოთებელია რომ ხელისუფლებას დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება ამ მასალებზე. შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

ამ ეტაპზე, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე, მესამე სექტორის წამრომადგენლებს, აუცილებლად მიაჩნიათ,  საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საქმის გამოძიება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნას მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი; საია მოუწოდებს  ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ვისაც შეჰქმნია საჯარო მოხელეებთან თუ თანამდებობის პირებთან კორუფციული ხასიათის პრობლემები, ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

შეგახნსენებთ, ერთ-ერთ ჩანაწერში “ომეგა ჯგუფის” პარტნიორთან ზაზა ოქრუაშვილთან საუბრობენ მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილის ქართული ოცნების ფონდისთვის გადაცემის შესახებ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი