43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ხვალ“ბლექ სი არენაზე“ გაიხსნება. მასშტაბური შოუს მომზადებაში ათას 330 ადამიანია ჩართული. მასში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები - ამ დღისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და დიჯეი „კორძიმ“ შექმნეს, ცერემონიალზე სპეციალური პროგრამას წარადგენს საბალეტო დასი და ანსამბლი “სუხიშვილები“.
კონცერტი 21 საათზე დაიწყება და საათნახევარი გაგრძელდება.შეჯიბრებაში 189 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან 6 ნაკრები იასპარეზებს _ როგორც ქალების, ასევე ვაჟებისა და ახალგაზრდული გუნდი.