აღმოჩენა გონიო-აფსაროსის ციხეში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ძეგლთან, თავდაცვითი კედლის საძირკვლის ორი რიგი აღმოაჩინეს.
ამ ფაქტმა არქეოლოგების ვარაუდი, რომ გონის ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა დაადასტურა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო.
''ბოლოდროინდელი გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები. გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს, მიმდინარე წელს პირველად, ერთობლივი გათხრები, ციხის კედლების გარეთ ჩატარდა '' - წერია ინფორმაციაში.
ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო.