მართმსაჯულების პროცესის შეუფერხებლად მუშაობისთვის ქვეყანას დამატებით 100 მოსამართლე სჭირდება. დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მოსამართლეთა რაოდენობა 310-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს.
იუსტიციის საბჭოს წვერების ნაწილი ფიქრობს, რომ ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ არა მოქმედი მოსამართლეები, არამედ სხვა პირებიც. კვლევის მხარდამჭერი ევროპის საბჭო და ევროკავშირია.