მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი

17 სექტემბერი 2018, 00:00 24789 ნახვა

არის თუ არა  ავტომანქანის მართვისას მძღოლი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ? ამის  დადგენა ადგილზევე იქნება შესაძლებელი შემოწმების გასავლელად ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ იქნება.  აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მუშაობს.

საუბარია  სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. როგორც იცით შსს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად კი თუკი პირი ავტომობილს  მარიხუანის  ზემოქმედების ქვეშ მართავს, მასზე  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება.

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ამავე კატეგორიაში