სასულიერო პირებმა კანაფის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

16 სექტემბერი 2018, 00:00 1641 ნახვა

გუშინ სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს.  აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას მოსახლეობა არ დაუშვებს. საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრაც გაიმართა. მამა შალვა კეკელიას თქმით, პატრიარქის პოზიციაც იდენტურია და  მარიხუანას შესახებ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული.

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ საკითხზე მოსახლეობის აზრი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.  როგორც ამბობენ, კანონპროექტის წინააღმდეგ ღონისძიებები არ შეწყდება და  პერმანენტულად გაგრძელდება .სასულიერო პირები  კანონპროექტიდან მარიხუანის ლეგალური კულტივაციის ამოღებას ითხოვენ.

ამავე კატეგორიაში