ყოფილი პატიმრების შვილებს სასკოლო ნივთები გადაეცათ. აქცია სოციალურად დაუცველი ყოფილი პატიმრების შვილებისთვის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში გაიმართა. დღესვე 21-ვე ბავშვი ბათუმის თოჯინების თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრება.
ღონისძიება დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.