ნატო განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ალიანსში გასაწევრიანებლად რეფორმების გატარების საკითხში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ივლისში ნატოს სამიტზე „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.