აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მოსახლეობას შეხვდა

22 ივლისი 2016, 00:00 4093 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთიანი აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. მთიან მუნიციპალიტეტებში გასვლა რეგიონის ხელმძღვანელმა ხულოდან დაიწყო. ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მთავრობის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა, რის შემდეგაც ხულოს ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტებით, თუმცა გამოიკვეთა სხვადასხვა სოფელი და ადგილი, სადაც გზები რეაბილიტაციას საჭიროებს.

ამავე კატეგორიაში