აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში, წინასაარჩევნო შემოწირულობები ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ,„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს, მათ სხვადასხვა სახით 340 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღეს.
„ევროპული საქართველოს“ ანგარიშზე 11 000 ლარი ჩაირიცხა, მესამე და მეოთხე ადგილებზე კი თავისუფალი დემოკრატები და გირჩი არიან, რომლებმაც შესაბამისად 5700 და 4600 ლარის შემოწირულობები მოაგროვეს.